საწყობის თანამშრომელი
შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა;
განაკვეთი: სრული;
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;
ანაზღაურება: 1000-2500 (ფიქსირებული 1000 + ბონუსი - 2500 ლარამდე).
ფუნქცია/მოვალეობები:
** საწარმოდან მზა პროდუქციის საწყობში გადატანა;
** ფაქტურის მიხედვით შეკვეთების გამზადება;
** დისტრიბუციის თანამშრომლებისათვის ტვირთის გადაცემა;
** საწყობში მიმდინარე აღწერაში მონაწილეობის მიღება.
უნარ-ჩვევები:
** აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიული;
** ორგანიზებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ან დაგვირეკეთ ნომერზე: 599232149
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.