ელექტრო მექანიკოსი/მექანიკოსი

კომპანია: სანდომი

გამოქვეყნების თარიღი: May 10

დასრულების ვადა: Jun 09

ხელფასი: 2000

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "ვასაძის პური"-ს საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო მექანიკოსის/მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6;
** ანაზღაურება: 2000 ლარიდან ზემოთ, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ფუნქცია/მოვალეობები:

** წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მანქანა დანადგარებისა და ელექტრო მოწყობილობების შემოწმება შესაბამისი ინსტრუქციის შესაბამისად და შეკეთების ან მექანიკური ნაწილის ჩანაცვლების საჭიროების აღმოჩენა;
** მანქანა დანადგარებისა და ელ. მოწყობილობების გეგმური ტექნიკური მომსახურება;
** მანქანა-დანადგარების დასუფთავება, ელექტრო მოწყობილობების პროფილაქტიკური კონტროლი და საჭიროებისამებრ შეკეთება;
** სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ახალი ტიპის მოწყობილობების შესწავლა ტექნიკური მომსახურების კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულებით);
** ელ.მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** Fitpass და კორპორაციულ დაზღვევას.

გამოცდილების გარეშე CV-ები არ განიხილება.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ.მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს