ქოლ-ცენტრის ოპერატორი

კომპანია: პილარ დიღომი

გამოქვეყნების თარიღი: Aug 06

დასრულების ვადა: Sep 06

ხელფასი: 1500

ადგილმდებარეობა: თბილისი

დეველოპერული კომპანია შპს "პილარ - დიღომი" - Pillar Park-ის პროექტისთვის აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

"Pillar Park" არის ახალი დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი უბანი დიღომი 8-ში, რომელიც მოიცავს 65, 000 მ2 სარეკრეაციო სივრცეს, პარკს, ღია აუზს, ველობილიკებს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის I ჩიხი 2ბ
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, ორშაბათი-პარასკევი (11:00 -19:00), შაბათი (11:00 - 16:00)
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარებისა და სოციალური მედიის საშუალებით შემოსული შეტყობინებების მართვა;
** კომპანიაში არსებულ პროექტებთან დაკავშირებით პირველადი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებულ პირებზე (უძრავი ქონების ხელმისაწვდომობა, მდებარეობა, ფასები, გადახდის პირობები და ა.შ);
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში ზარის გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან;
** სოციალური მედიის საშუალებით შემოსულ შეტყობინებებზე, კომენტარებზე სწრაფი და ეფექტური უკუკავშირი;
** პოტენციური მყიდველის ინტერესების იდენტიფიცირება და გაყიდვების გუნდისთვის ინფორმაციის გადაცემა;
** სხვადასხვა ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება პოზიციის სპეციფიკის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office);
** ინგლისური ენის B2 დონაზე ცოდნა;

უნარები:

** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "პილარ- დიღომი"-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pillar.ge

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე E-mail-ზე: hr@pillar.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ქოლ-ცენტრის ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...