პრომო მერჩენდაიზერი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას პრომო მერჩენდაიზერის პოზიციაზე, ქუთაისში.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
http://www.bms.ge/
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, კარფური
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ხუთი დღე 11:00-19:00 სთ, ერთი დღე 11:00-17:00 სთ. შესვენება დღეში 1 საათი.
დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლ + ბონუსი (300 ლ) + ტრანსპორტირების ხარჯი 40 ლ
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებელზე პროდუქტის შეთავაზება;
** პროდუქტის გაყიდვა.
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების შემოწმება;
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლის განთავსება;
** სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
ტელ.: 595 089796
გისურვებთ წარმატებებს!
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."