ბუღალტერი
კაფე-საკონდიტრო და სახაბაზო "QooQy Bakery" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.
კომპანიის შესახებ
"QooQy Bakery" ეს არის კაფე, საკონდიტრო და სახაბაზო, რომელიც მომხმარებელს 100-მდე სახეობის არტიზანულ პურ-ფუნთუშეულს, კრემიან დესერტებს, ტორტებს, ორცხობილების მრავალფეროვან არჩევანსა და ათეულობით ცივ და ცხელ სასმელს სთავაზობს. ამჟამად QooQy Bakery ქართულ ბაზარზე ოთხი ფილიალით არის წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში დედაქალაქის გარდა, ბათუმშიც იგეგმება ფილიალის გახსნა. QooQy Bakery-ს პურების ხაზი ასევე წარმოდგენილია Europroduct-ისა და Georgita-ს ყველა ფილიალში. გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ ციფრულ სერვისსაც. ჩვენი პროდუქტების შეძენა შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე და მიწოდების სერვისის აპლიკაციების მეშვეობით.
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 110-112
ძირითადი ფუნქციები:
** კლიენტის მიერ ჩარიცხული თანხების დეტალური აღრიცხვა პროგრამა FINA-ში
** კლიენტების კონტრაქტის პირობებისა და გადახდის განრიგის აღრიცხვა და კონტროლი
** კლიენტების გადახდებთან, ხელშეკრულებებთან და ა.შ. დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და გაგზავნა
** ყოველდღიური ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება IFRS სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
** საბანკო ამონაწერების გატარება საბუღალტრო პროგრამა FINA-ში
** ხელფასის გამოთვლაში მონაწილეობის მიღება
** შესყიდვების გატარება პროგრამაში
** საბანკო გადარიცხვების შესრულება
** სტატისტიკური მონაცემების შევსება
** მთავარი ბუღალტრის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება
თქვენს შესახებ:
** კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა)
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** Excel-ის კარგი ცოდნა
** IFRS სტანდარტების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** ACCA-ს რამდენიმე წიგნის ჩაბარება (ჩაითვლება უპირატესობად)
ანაზღაურება და ბენეფიტები:
ამ პოზიციაზე განსაზღვრული ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასი 3500-4000 ლარია
ჩვენთან მუშაობის სხვა ბენეფიტები:
** თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი
** პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო
** ინდუსტრიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი
** კორპორატიული და სხვადასხვა ღონისძიებები
თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტით: team@qooqybakery.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერი".
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).
QooQy Bakery-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!
შპს ვინ გრუპი (ს/ნ: 406315429; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 110-112;) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს ვინ გრუპი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ვინ გრუპმა თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ვინ გრუპი შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს და კომპანიაში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.