კურიერი

კომპანია: 4Hospitals

გამოქვეყნების თარიღი: Aug 04

დასრულების ვადა: Sep 04

ადგილმდებარეობა: თბილისი

"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები

** შეკვეთის დაკომპლექტებაში აქტიური მონაწილეობის მიღება, ტრავმის საწყობის მენეჯერთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში;
** მუდმივი კომუნიკაცია დამკვეთი კლინიკის მედ-პერსონალთან, შეკვეთის მიტანის კოორდინირებულობის მიზნით;
** ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ინსტრუმენტებისა და დარჩენილი პროდუქციის შესაბამისი ფორმით დაკომპლექტება და საწყობში უდანაკარგოდ და დაუზიანებლად მობრუნება;
** მის მიერ გადააადგილებული პროდუქციის აღრიცხვიანობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის მიწოდება ტრავმის საწყობის მენეჯერისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება შემოსულ მოთხოვნაზე და სასწრაფო შეკვეთების დროულად მიტანის უზრუნველყოფა;
** ტრავმის პროდუქციის მაქსიმალური სიზუსტით შესწავლა და ცოდნის მუდმივი გაღრმავება;
** ინსტრუმენტების მუდმივი შემოწმება, ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ - ასევე შესაბამისი მითვლა, რომ არ იყოს დანაკლისები.

პასუხისმგებლობები:

** მოთხოვნილი ინსტრუმენტებისა და პროდუქციის სწორი აწყობა, კლინიკამდე მიწოდება.
** დასაბრუნებელი პროდუქციის ადგილზე მითვლა და სწორი ნაშთით დაბრუნება საწყობში.
** პარტნიორი კლინიკების ტრავმატოლოგებისა და ექთნების უკმაყოფილებაზე, რაც გამოწვეულია არადროული და უხარისხო მომსახურებით.

მოთხოვნები:

** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge

გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.

4Hospitals გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - კურიერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...