საწყობის დამხმარე თანამშრომელი
მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სანზონა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, (09:00-18:00, შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე ფიქსირებული 1000₾
ფუნქცია-მოვალეობები:
** ონლაინ მაღაზიის საწყობში პროდუქციის მიღება/დასაწყობება;
** მიღებული შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის აგროვება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ მითითებული ბმული: https://forms.gle/rnyXDJzCUXmJSzYD7
ან გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის დამხმარე თანამშრომელი".
მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლში" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლისათვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!