მოლარე-კონსულტანტი

კომპანია: სუფთა სახლი

გამოქვეყნების თარიღი: May 09

დასრულების ვადა: May 29

ადგილმდებარეობა: თბილისი

"სუფთა სახლი" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოსა და დიდი დიღმის ფილიალებში.

ადგილმდებარეობა: ვაკე-საბურთალო, დიდი დიღომი
ანაზღაურება: 800-1000 ლარი
გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე

ჩვენთან დაგხვდებათ:

** თვეში 15 სამუშაო დღე
** მსუბუქი და კომფორტული სამუშაო
** პროფესიული და პიროვნული განვითარება - ტრენინგები, მასტერკლასები, დაწინაურება
** კეთილგანწყობილი გუნდი და კომფორტული სამუშაო სივრცე
** ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა
** ხელფასის მატება და ბონუსები

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით
** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი
** სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა
** სალარო აპარატთან მუშაობა
** არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის

უნარები, რომლებსაც კომპანიაში ვაქცევთ ყურადღებას არის:

** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებული

შენიშვნა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე დასაქმების მსურველი კანდიდატი გაივლის 4 დღიან სტაჟირებას, რომელიც ანაზღაურდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ეს აპლიკაცია: https://forms.gle/Yc16wzYtc47aEfmU6

ან გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიცია "მოლარე-კონსულტანტი" და სასურველი ადგილმდებარეობა თბილისი, კომპანია თავად დაგიკავშირდებათ.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლში" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლისათვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს