მაღაზიის მენეჯერი

კომპანია: სუფთა სახლი

გამოქვეყნების თარიღი: May 09

დასრულების ვადა: May 29

ადგილმდებარეობა: თბილისი, აეროპორტის დასახლება

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** კონსულტანტებისა და მოლარეების მართვა;
** ახალი პროდუქციის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა.

პირობები და ბენეფიტები:

** კონკურენტული ანაზღაურება
** კომფორტული და ნორმირებული სამუშაო გრაფიკი
** პიროვნული და პროფესიული განვითარების ტრენინგები და მასტერკლასები
** ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)

დამატებითი უნარები:

** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ფუნქციების დელეგირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თვით განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი და მოტივირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@clean-house.ge; გთხოვთ, მიუთითოთ "მაღაზიის მენეჯერი, აეროპორტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს