მთავარი ბუღალტერი

კომპანია: Consulting Port

გამოქვეყნების თარიღი: Jul 11

დასრულების ვადა: Aug 11

ადგილმდებარეობა: თბილისი

Consulting Port წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც ბიზნეს სუბიექტებს უწევს ბუღალტრულ, საგადასახადო, იურიდიულ და ფინანსურ მომსახურებას.

Consulting Port აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კონტრაქტორი კომპანიებისთვის:

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ამაღლების ქ. 12;

  • სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი (10:00-19:00), ორშაბათი-პარასკევი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კონტრაქტორი კომპანიების ოპერაციების შესწავლა და სააღრიცხვო სისტემის დანერგვა;

  • კონტრაქტორი კომპანიების ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება და მონიტორინგი;

  • კონტრაქტორი კომპანიების მენეჯმენტთან კომუნიკაცია;

  • კონტრაქტორი კომპანიებისთვის რეპორტინგის მომზადება და მიწოდება;

  • პროექტზე გამოყოფილი კადრებისთვის ფუნქცია/მოვალეობების განაწილება და მონიტორინგი;

  • კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელობის ინფორმირება კომპანიის პრობლემურ საკითხებთზე და შესაძლო რისკებთან მიმართებაში;

  • პროექტის მიმდინარეობისას პერიოდული მიმოხილვა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით;

  • საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;

  • ბუღალტრული და საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

  • კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

  • გუნდში მუშაობის უნარი;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV).

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მთავარი ბუღალტერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...