სუშის მზარეული

კომპანია: რესტორანი ბანგკოკი

გამოქვეყნების თარიღი: May 09

დასრულების ვადა: Jun 09

ხელფასი: 1700

ადგილმდებარეობა: თბილისი

აზიური სარესტორნო ქსელი "ბანგკოკი" აცხადებს ვაკანსიას სუშის მზარეულის პოზიციაზე.

ბანგკოკი წარმოადგენს აზიურ სარესტორნო ქსელს, რომელიც დაარსდა 2016 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს და ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ქართულ ბაზარზე.ჩვენი რესტორნები სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი უახლესი გასტრონომიული დანადგარებითა და ინვენტარით.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: რეზიუმე, სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრება
ანაზღაურება: 1600-1700 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების მომზადება სტანდარტების სრული დაცვით და არსებული კალკულაციებით;
** თითოეული კერძის ხარისხის, ულუფის, პრეზენტაბელურობის კონტროლი სამზარეულოდან გატანამდე;
** მარაგების შეკვეთის აღწერა და მუდმივი მონიტორინგი;
** მუდმივი კომუნიკაცია შეფმზარეულთან მუშაობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის და არგუმენტირების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშო გარემოს;
** მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერულ წინსვლას;
** კვებას;
** ღამის ცვლის შემთხვევაში ტრანსპორტირებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: Bangkoktbilisi@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს