ლოჯისტიკის სპეციალისტი
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვართ მზარდი ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც ემსახურება წამყვან ონლაინ პლატფორმებს. გვჭირდება ლოჯისტიკის სპეციალისტი რომელიც ჩართული იქნება კომპანიის ყოველდღიურ ლოჯისტიკურ/საოპერაციო და საკურიერო პროცესებში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშ-პარ 09:00-17:00 შაბ 09:00-15:00)
დასაწყისი: დაუყოვნებლივ
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით)
ძირითადი მოვალეობები:
** პარტნიორ კურიერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ფიქაფ პროცესში ჩართულობა
** საწყობთან მუდმივი კომუნიკაცია და ნაშთების აღრიცხვა
** მეორე ფიქაფ შემთხვევების აღრიცხვა და საწყობთან კოორდინაცია
** აქტიური თანამშრომლობა საკურიერო გუნდის კომუნიკაციების მენეჯერთან
** კომპანიის პროგრამაში ყოველდღიური მუშაობა
** ექსელის და Google Sheets-ის ცხრილების შევსება და რეპორტინგი
** კომპანიის საოპერაციო დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
** ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული
** აქტიური და კომუნიკაბელური
** Excel და Google Sheets-ის საბაზისო ცოდნა
** გამართულად მეტყველების და კარგი წერის უნარი (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პლიუსად)
** სტაბილური და მოწესრიგებული
** სასურველია გამოცდილება საოპერაციო ან ლოჯისტიკის სფეროში
ჩვენ გთავაზობთ:
** სტრუქტურირებულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ოფისიდან მუშაობას და სტაბილური განრიგს
** მზარდი ორგანიზაციაში სამუშაო გამოცდილებას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: vacancygoldenway@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ლოჯისტიკის სპეციალისტი".