ფრანგულენოვანი ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი

კომპანია: Evolvexe

გამოქვეყნების თარიღი: May 09

დასრულების ვადა: Jun 08

ხელფასი: 3000

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

"ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას ფრანგულენოვან ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენლის (Technical Support Advisor) პოზიციაზე საერთაშორისო პროექტში.

ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი შეასრულებს შუამავლის როლს და მომხმარებლებს მიაწვდის ზოგად და ტექნიკურ ინფორმაციას პროდუქტებსა და სერვისებზე, უპასუხებს მათ კითხვებს და დაეხმარება მომხმარებლებს პროდუქტთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტაში. სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის მრჩეველი უნდა გამოირჩეოდეს სიმშვიდით და პროფესიონალიზმით ნებისმიერ სიტუაციაში, ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უნარები. მრჩეველი უნდა ფლობდეს სალაპარაკო და წერილობით ფრანგულს უმაღლეს დონეზე. აიტი/ტექნიკური განათლება ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო შესრულდება ოფისიდან ქუთაისში.

ჩვენ გთავაზობთ:

** ყოვლისმომცველ და ინფორმაციულ ანაზღაურებად ტრენინგს.
** დაზღვევას.
** ანაზღაურებად შვებულებას.
** მაღალი სტანდარტების ოფისს.
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
** 3000 ლარი გროს ხელფასს თვეში (სრული განაკვეთი)

პასუხისმგებლობები:

** მომხმარებელთა სატელეფონო და წერილობითი მოთხოვნების დამუშავება;
** ამომწურავი რჩევების მიწოდება და მომხმარებელთა შეკითხვების განმარტება;
** ზედამხედველთან კომუნიკაცია, სიახლეების შესახებ ინფორმირება და უკუკავშირის მიღება.

მოთხოვნები:

** ფრანგული ენის მაღალ (C1) სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
** პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის და ტექსტის აკრეფის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მოქნილ გრაფიკში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/6PRUO9d

წარმატებას გისურვებთ!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს