გერმანულენოვანი ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი

კომპანია: Evolvexe

გამოქვეყნების თარიღი: May 09

დასრულების ვადა: Jun 08

ხელფასი: 3200

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

(ქუთაისი) გერმანულენოვანი ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი

"ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვან ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენლის (Technical Support Advisor) პოზიციაზე საერთაშორისო პროექტში.

ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი შეასრულებს შუამავლის როლს და მომხმარებლებს მიაწვდის ზოგად და ტექნიკურ ინფორმაციას პროდუქტებსა და სერვისებზე, უპასუხებს მათ კითხვებს და დაეხმარება მომხმარებლებს პროდუქტთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტაში. სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის მრჩეველი უნდა გამოირჩეოდეს სიმშვიდით და პროფესიონალიზმით ნებისმიერ სიტუაციაში, ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უნარები. მრჩეველი უნდა ფლობდეს სალაპარაკო და წერილობით გერმანულს უმაღლეს დონეზე. აიტი/ტრქნიკური განათლება ან გამოცდილება და ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო შესრულდება ოფისიდან ქუთაისში.

პასუხისმგებლობები:

** მომხმარებელთა სატელეფონო და წერილობითი მოთხოვნების დამუშავება;
** ამომწურავი რჩევების მიწოდება და მომხმარებელთა შეკითხვების განმარტება;
** ზედამხედველთან კომუნიკაცია, სიახლეების შესახებ ინფორმირება და უკუკავშირის მიღება.

მოთხოვნები:

** გერმანული ენის მაღალ (C1) სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
** პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის და ტექსტის აკრეფის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მოქნილ გრაფიკში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ყოვლისმომცველ და ინფორმაციულ ანაზღაურებად ტრენინგს.
** დაზღვევას.
** ანაზღაურებად შვებულებას.
** მაღალი სტანდარტების ოფისს.
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
** 3200 ლარი გროს ხელფასს თვეში + ბონუსი (სრული განაკვეთი).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/AxzUN74d

წარმატებებს გისურვებთ!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს