სტაჟირება ასფალტის წარმოების გუნდში

კომპანია: ტესენ ფროდაქშენი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 08

დასრულების ვადა: Aug 08

ხელფასი: 600

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Tesen Group" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.

დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.

"Tesen Group"-ის შვილობილი კომპანიებია: "Tesen Construction",

"Tesen Logistics", "Tesen Trade" და "Tesen Production".

თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფის" სავიზიტო ბარათია.

"Tesen Production" აცხადებს სტაჟირებას ასფალტის წარმოების გუნდში.

სტაჟირება მოიცავს 3 თვიან პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას. დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟირების პროგრამა მოიცავს გრძელვადიან თანამშრომლობას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: კვირაში სამი დღე
** ანაზღაურება: 600 (NET)
** ადგილმდებარეობა - თბილისი

სტაჟირების პროგრამაში ძირითადი პრაქტიკული საკითხები:

** ქარხნის წესები და პროდაქშენი
** ქარხნის სტრუქტურა და ნედლეული
** მასალების მომზადება და შერევა
** ლაბორატორია და ხარისხი
** მექანიზმები და აღჭურვილობა
** შრომის უსაფრთხოება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით.
** სასურველია, 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა.
** ანალიტიკური და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
** განვითარების სურვილი და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tesengroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სტაჟირება ასფალტის წარმოების გუნდში

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...