საწყობის დაბრუნებული ამანათების სუპერვაიზერი
ლოჯისტიკური კომპანია "გოლდენვეი ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დაბრუნებული ამანათების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი 33ა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-17:00 (1 საათი შესვენება), შაბათი: 09:00-15:00 (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 1800-2200 ლარი კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ძირითადი საოპერაციო პროცესის ცოდნა და შესრულება
** უკან მობრუნებული ამანათების შემოწმება, შეგროვება, დახარისხება და ხელახლა მიწოდებისთვის გამზადება;
** ჩაუბარებელი ამანათების დარეგისტრირება კომპანიის პროგრამაში;
** კუთვნილი სასაწყობო თაროების მოწესრიგება;
** დაბრუნებული შეკვეთების მიღება, ვადების გადამოწმება და შესაბამის თაროებზე განთავსება;
** საწყობის აღწერის გაკეთება და ნაშთების ვადების კონტროლი;
** ხელახლა გაფორმებულ საკურიერო შეკვეთებზე ახალი კურიერების დანიშვნა;
** თანამშრომლებისთვის დავალებების მიცემა და მათი კონტროლი კომპანიის შიდა პოლიტიკის მიხედვით
** სასაწყობე ტერიტორიის კონტროლი და ამანათების მონიტორინგი
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საწყობში და/ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სუპერვაიზინგის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა Microsoft office (Excel, Word), Google Drive
უნარები:
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancygoldenway@gmail.com გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მაგ. "საწყობის დაბრუნებული ამანათების სუპერვაიზერი".