საწყობის თანამშრომელი

კომპანია: კონტაქტჰოუმი

გამოქვეყნების თარიღი: May 08

დასრულების ვადა: Jun 08

ხელფასი: 1000

ადგილმდებარეობა: თბილისი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "კონტაქტ ჰოუმის" ცენტრალურ საწყობში ვეძებთ საწყობის თანამშრომელს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი: აეროპორტის დასახლება;

საწყობის თანამშრომლის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

** შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან;
** პროდუქციის საწყობში გადატანა/ან მაღაზიაში განლაგება;
** მაღაზიაში ან საწყობში პროდუქციის გადაადგილება;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდული ნივთის ადგილზე შემოწმება;

ჩვენს გუნდში ვეძებთ მაღაზიის საწყობის თანამშრომელს, რომელსაც აქვს:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00; 5 დღე მუშაობა 2 დასვენება;
** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი"). რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 8 ივნისი

გისურვებთ წარმატებას!

** მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს