დიასახლისი

კომპანია: არქი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 04

დასრულების ვადა: Jul 20

ხელფასი: 1000

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ დიასახლისს და მისი ფუნქციები იქნება:

** ფიტნეს დარბაზის ტერიტორიის დასუფთავება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** ფიქტეს დარბაზის სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება;
** სავარჯიშო ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საწმენდი საშუალებების აღრიცხვა, კონტროლი და შეკვეთის დროულად მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** ულიმიტო სამგზავრო ბარათს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები).

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 20 ივლისის ჩათვლით:https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - დიასახლისი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...