უძრავი ქონების შემფასებელი

კომპანია: Cushman & Wakefield

გამოქვეყნების თარიღი: Jul 04

დასრულების ვადა: Aug 04

ადგილმდებარეობა: თბილისი,ბათუმი

"Cushman & Wakefield" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების შემფასებლის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა სხვადასხვა მეთოდოლოგიების გამოყენებით (საბაზრო, შემოსავლის, დანახარჯების მიდგომა);
** ობიექტების დათვალიერება და მონაცემების შეგროვება;
** ბაზრის ანალიზი და ანალოგების მოძიება;
** შეფასების ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
** კლიენტებთან კომუნიკაცია საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უძრავი ქონების შეფასების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან შესაბამის სფეროში;
** შეფასების სტანდარტებისა და რეგულაციების ცოდნა;
** MS Office პროგრამების კარგი ცოდნა;
** გუნდთან მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პირადი ავტომობილი და მოქმედი მართვის მოწმობა

რას გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@cushwake.ge

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უძრავი ქონების შემფასებელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...