IT მხარდაჭერის სპეციალისტი
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, გაგრის #2.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში ცვლილებების განხორციელება;
** კომპანიის ტექნიკური საშუალებების (კომპიუტერული და საბეჭდი ტექნიკა, ვიდეო კამერების მოწყობილობები, ქსელური და საკომუნიკაციო მოწყობილობები, მათ შორის კომპანიაში დანერგილი დაშვების ბარათების წამკითხველების), ოპერაციული სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სათავო ოფისის, სავაჭრო ობიექტების და საწყობის შიდა ქსელის მონტაჟის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებისთვის კომპიუტერული ტექნიკის მონტაჟი, ინსტალირება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მონტაჟი, პროგრამულად გამართვა და მუშაობის მონიტორინგი;
** კომპეტენციის ფარგლებში, სავაჭრო ობიექტებში წარმოქმნილი IT პრობლემების აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო კონსულტაცია;
** საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტექნიკის გაძლიერება ან/და სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** სავაჭრო ობიექტებში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების უზრუნველყოფა.
** კორპორატიული აპლიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენა პერსონალისთვის;
** NVR, DVR სისტემების კონფიგურაცია, მონტაჟი.
** აპექსის პროგრამის ცოდნა (ტექნიკურ დონეზე);
** IT პროექტებში ჩართულობა;
აუცილებელი მოთხოვნები:
** აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია;
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
** Windows ოპერაციული სისტემის ცოდნა;
** MS Office პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;
** სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკურად/პროგრამულად გამართვის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge გთხოვთ, "subject"-ში მიუთითეთ სასურველი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!