ცხელი ხაზის ოპერატორი

კომპანია: ეროვნული სკრინინგ ცენტრი

გამოქვეყნების თარიღი: Jun 26

დასრულების ვადა: Jul 26

ხელფასი: 770

ადგილმდებარეობა: თბილისი

ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი IV მ/რ 113ა
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-17:30; შაბათი - 10:00-14:00;
ანაზღაურება: 770 ლარი (I დონე)- 1232 ლარი (IV დონე) (საშემოსავლოს ჩათვლით)

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და გამავალი ზარების განხორციელება;
** სატელეფონო საუბრისას პაციენტისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტის მონაცემების გადამოწმება პროგრამაში და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტისთვის სასურველი დროის შერჩევა გამოკვლევისთვის და ვიზიტის ჩანიშვნა;
** პაციენტთან ტელეფონით დაკავშირება და გეგმიურ და მეორად კვლევებზე მოწვევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა ენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@gnsc.ge. ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

შენიშვნა:

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკასიაზეცვ. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ცხელი ხაზის ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...