უმცროსი AUX ბრენდ მენეჯერი

კომპანია: თერმო ცენტრი

გამოქვეყნების თარიღი: May 06

დასრულების ვადა: Jun 06

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.

ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.

კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი AUX ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა, მათთვის შეთავაზებების მომზადება და გაცნობა;
** გაყიდვების ზრდისთვის დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების ახალი არხების მოძიება და ინიცირება;
** არსებულ მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირებულობა AUX ბრენდთან დაკავშირებით;
** თერმო ცენტრის ფილიალებსა და ობიექტებზე წარმოდგენილი/წარმოსადგენი პროდუქციის გაცნობა მომხმარებლებისთვის;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამული ადმინისტრირება შემოსავლების სამსახურის პორტალსა და საბუღალტრო პროგრამაში FINA-ში;
** გაყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების მონიტორინგი;
** საპროექტო/საინჟინრო წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირება პროდუქციის ძირითად მახასიათებლებზე;
** პერიოდულობით, ცენტრალურ საწყობში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საპროექტო ნახაზების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი AUX ბრენდ მენეჯერი."

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს