სატელეფონო ცენტრის ოპერატორი

კომპანია: ჯიესენი

გამოქვეყნების თარიღი: Jun 25

დასრულების ვადა: Jul 12

ხელფასი: 1200

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.gsn.ge

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) თბილისში აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

პოზიციის დანიშნულება:

** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და მათი დახმარება (შემომავალი ზარი);
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათ დახმარება მეილის, ონლაინ ჩათის, Facebook Messenger, Facebook comment-ის სახით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო პირობები:

** შემომავალი და გამავალი ზარების მართვა კომპანიაში დადგენილი მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებლისთვის სასურველი/საჭირო ინფორმაციის სრულყოფილი და სალარო აპარატთან დაკავშირებული ტექნიკური ინსტრუქციების ოპერატიული მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში ციფრული არხების მეშვეობით მომხმარებელთა შეკითხვების/პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული დახმარება, სასურველი/საჭირო ინფორმაციის სრულყოფილი მიწოდება.

სამუშაო განრიგი:

** მუშაობა მიმდინარეობს კომპანიის ოფისიდან და არ არის დისტანციური სამუშაო განრიგი;
** სატელეფონო ცენტრი მუშაობს კვირაში 7 დღე დინამიური (მცოცავი) გრაფიკით;
** სატელეფონო ოპერატორი მუშაობს კვირაში 5 დღე და ისვენებს კვირაში 2 დღე;
** სამუშაო ცვლები მოქმედებს შემდეგი განრიგით 09:00-18:00 სთ ან 10:00-19:00 სთ, შესვენება ერთი საათი;
** ამჟამად ვაკანსია გამოცხადებულია შაბათის და კვირის ცვლის ოპერატორზე, რომელიც იმუშავებს კვირაში სულ 5 დღე და თავად შეარჩევს მისთვის სასურველ დასვენების 2 დღეს (შაბათი და კვირის გარდა, რადგან ეს დღეები აღნიშნული ცვლისთვის სამუშაოა);
** ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში ხელზე ასაღები 900 ლარის ოდენობით, გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ 1200 ლარი;
** მოქმედებს კვარტალური საბონუსე სისტემა;
** მოქმედებს ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მომხმარებელსა და შედეგზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვა;
** თავაზიანობა, ემოციური მდგრადობა, ყურაღება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
** კარგი დიქცია, დახვეწილი და გამართული მეტყველება;
** სხარტი აზროვნება, ორგანიზებულობა, დაძაბულ რეჟიმში მუშაობა;
** უმაღლესი განათლება (ან დამამათავრებელი IV კურსის სტუდენტი);
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში ან სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office;
** უცხო ენა: რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 12 ივლისს 18:00 სთ-მდე მისამართზე: vacancy@gsn.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სატელეფონო ცენტრის ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...