მასაჟისტი

კომპანია: გუდაური სქი რესორტი

გამოქვეყნების თარიღი: May 06

დასრულების ვადა: Jun 01

ადგილმდებარეობა: თბილისი

Marco Polo Hotel Gudauri 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.

123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. Marco Polo Hotel Gudauri-ში განთავსებულია რესტორანი "სოლიკო", ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.

Marco Polo Hotel Gudauri აცხადებს მასაჟისტის ვაკანსიას.

დაქვემდებარება: სპა მენეჯერთან, სასტუმროს გენერალურ მენეჯერთან

სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა; სამუშაო ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასს და დამატებით ანაზღაურებას თითოეული პროცედურიდან)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა სახეობის სპა-პროცედურების შეთავაზება/ჩატარება სასტუმროს სტუმრებისთვის
** სრულყოფილი ინფორმაციის გაზიარება სტუმრებისთვის სპა-შეთავაზებების, ფასდაკლებების და მსგავსი რელევანტური დეტალების შესახებ
** პროცედურებისთვის საჭირო პროდუქციის მიზნობრივი და რაციონალური გამოყენება
** სტუმრის გამოკითხვა ალერგენების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსგავსი ინფორმაციის შესახებ, საჭიროებისამებრ
** სუფთა და მოწესრიგებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა
** სტუმრის მიერ ხარისხიანი სპა-გამოცდილების მიღების უზრუნველყოფა
** სპა-სერვისების კუთხით გასაუმჯობესებელი საკითხების განხილვა/ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან
** სასტუმროს ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარება როგორც კოლეგებთან, ასევე სტუმრებთან

მოთხოვნები და უნარები:

** მასაჟისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (ქართულისა და ინგლისურის გარდა, ნებისმიერი დამატებით უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად)
** პასუხისმგებლიანობა
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს