პრომო-კონსულტანტი

კომპანია: მარშე

გამოქვეყნების თარიღი: Jun 25

დასრულების ვადა: Jul 25

ხელფასი: 1000

ადგილმდებარეობა: თბილისი

"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. "მარშე" აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პრომო-კონსულტანტი.

სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით 10:00- 20:00 (1 საათიანი შესვენება 15:00- 16:00)
ანაზღაურება: 1000 ₾
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; 2 ლოკაციაზე: 1) საგურამო გუდვილის ფილიალი; 2) ქავთარაძის ქ. N1 (სითი მოლი) - გუდვილის ფილიალი;

ძირითადი მოვალეობები:

** გუდვილის ფილიალებში მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის დახლებზე განლაგება პლანოგრამის მიხედვით;
** ფოტო-რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პერიოდულად დეგუსტაციების, განსაზღვრული სტანდარტებით ჩატარება;
** მომხმარებლისთვის დეტალური, ამომწურავი კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შეთავაზება;
** მარაგებისა და ვადების კონტროლი;
** პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** ქართულ ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია (არასავალდებულო) ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაბელურობა.

ბენეფიტები:

** მეგობრული გარემო;
** Fitpass;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით, თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მაშინ შემოუერთდი "მარშეს" გუნდს!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პრომო-კონსულტანტი".

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - პრომო-კონსულტანტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...