სამზარეულოს ადმინისტრაციული მენეჯერი

კომპანია: Communal Hospitality

გამოქვეყნების თარიღი: Jun 25

დასრულების ვადა: Jul 25

ადგილმდებარეობა: თბილისი

"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.

"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი:

სამზარეულოს ადმინისტრაციული მენეჯერი პასუხისმგებელია ოპერაციული პროცესების კოორდინაციაზე, ბიუჯეტირებასა და პერსონალის მენეჯმენტზე, რათა უზრუნველყოს სამზარეულოს ეფექტური და შეუფერხებელი მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია.
** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის შედგენა, მათი მოტივაცია და განვითარების ხელშეწყობა.
** სახელფასო უწყისების მომზადება.
** სამზარეულოს გუნდის დაკომპლექტება.
** სამზარეულოს ხარჯების ოპტიმიზაცია და ბიუჯეტის მართვა.
** სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი.
** ფინანსური და ოპერაციული ანგარიშების მომზადება და ანალიზი.
** პროდუქტის თვითღირებულების გაანგარიშება და ხარჯების ოპტიმიზაცია.
** ინვენტარიზაციის კონტროლი, მარაგების შემოწმება და არასაჭირო დანაკარგების მინიმიზაცია.
** კალკულაციების და რეცეპტების კონტროლი.
** დეტალური ფინანსური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.
** მომწოდებლების მიერ მოწოდებული პროდუქციის ხარისხისა და ფასების ანალიზი.
** მენიუს ფასების განსაზღვრა პროდუქტის თვითღირებულებისა და ბაზრის ტენდენციების მიხედვით.
** სტანდარტების დაცვა, სამზარეულოს ფინანსური პროცესების შიდა პოლიტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების უნარები.
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება.

პირობები:

** გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
** სამუშაო ადგილი: თბილისი

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@communalcompany.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სამზარეულოს ადმინისტრაციული მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...