უსაფრთხოებისა და დაცვის თანამშრომელი
შპს "ართთაიმი" დაარსდა 1999 წელს, თბილისში. კომპანია ფლობს 10 მაღაზიას, სადაც წარმოდგენილია ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა Tissot, Swatch, Longines, TAG heuer და სხვა. შპს "ართთაიმს" საათებისა და საიუველირო ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლება აქვს საქართველოში. კომპანიამ საკუთარი ნიშა სტაბილურად მოიპოვა ბაზარზე. ის საინტერესოა მრავალფეროვანი არჩევანით და აკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოებისა და დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი/პირობები:
** ანაზღაურება: დარიცხული 1300-1400 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: დინამიური გრაფიკი, დღის ცვლა, 8-საათიანი სამუშაო დღე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
** ობიექტის დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა;
** საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციაში დადგენილი წესებისა და გაწერილი პროცესების მიხედვით სწრაფი და სწორი რეაგირება;
** თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია დაცვის სფეროში ან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** თავაზიანობა, ტაქტის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა, პუნქტუალობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე hr@arttime.ge გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "უსაფრთხოებისა და დაცვის თანამშრომელი".
თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ართთაიმის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ართთაიმის" ბაზაში 1 (ერთი) წლის ვადით.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!