დისპეტჩერი - დისტანციური მართვის ოპერატორი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს აცხადებს ვაკანსიას - დისპეტჩერის (დისტანციური მართვის ოპერატორის) პოზიციაზე.
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურების ოდენობა: 1500 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღალგაბარიტული ავტომობილების, ადგილობრივი და საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების რეგულაციების შესაბამისად, გადაზიდვების/გადაადგილების შეუფერხებლად უზრუნველყოფა,
** სატრანსპორტო რეგულაციების ნორმატიული აქტების დაცვის მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო პროცესების ახალი რეგულაციების შესაბამისად შეცვლა .
** მარშრუტის კვლევები, ინსპექტირება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
** ავტომობილების გადაადგილების, დატვირთვის, გადმოტვირთვის დროის/ვადების, მათ შორის ონლაინ რეჟიმშიც, კონტროლი.
** ავტომობილებისა და მათი მძღოლების მიერ განრიგით დაგეგმილი და გაწეული სამუშაოს დეტალების პროგრამაში დროული-ზუსტი ასახვა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** ავტოპარკის ტექნიკურ ჯგუფთან თანამშრომლობა, ავტომობილების სათანადოდ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, დაგეგმილ მარშრუტზე გამგზავრების უზრუნველსაყოფად.
** მყისიერი რეაგირება ადგილზე პრობლემატური საკითხების და საგანგებო სიტუაციების წარმოშობისას, კოორდინირება კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებთან ეფექტური გადაწყვეტილებების მოსაძებნად.
ძირითადი მოთხოვნები:
** გამოცდილება სატრანსპორტო გადაზიდვების სფეროში. განსაკუთრებით დიდი ზომის ან მძიმე ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და ნებართვების მართვის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr@biodiesel.ge. გთხოვთ CV-ში დეტალურად მიუთითოთ: სამუშაო გამოცდილება, დამსაქმებელი კომპანიის დასახელება და ელ.ფოსტის სათაურის ველში - "subject"-ში პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.