ადმინისტრატორი

კომპანია: მასპინძელი

გამოქვეყნების თარიღი: Jun 23

დასრულების ვადა: Jul 23

ხელფასი: 1050

ადგილმდებარეობა: თბილისი,მცხეთა

შპს "მასპინძელი" წარმოადგენს "სპარის" მეგობარ კომპანიას, რომელიც აერთიანებს ქსელურ მაღაზიებს. მისი გუნდი 200-მდე თანამშრომლისგან შედგება და წარმატებით ფუნქციონირებს ბაზარზე.

შპს. "მასპინძელი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ადმინისტრატორი
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. მცხეთა.
სამუშაო გრაფიკი: 12 საათი დღეგამოშვებით (1 საათი შესვენების დრო), 15 სამუშაო ცვლა თვეში.;
ანაზღაურება: 900-1050 ლარი (თანამშრომლობის 6 თვის შემდეგ + 100 ლარი ბონუსი)
მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება თანამშრომელთა კვებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დარბაზის, სალაროსა და მოლარე-კონსულტანტების კონტროლი/ყურადღების მიქცევა;
** პროდუქციის მითვლა;
** სავაჭრო დარბაზის პროდუქციით შევსება;
** პროდუქციის ვადების კონტროლი.

მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები;
** მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, კომპანიის შინაგანაწესის დაცვა;

დაინტერესებულ პირებს თქვენი CV-ის გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე: m.javakhishvili@spar-georgia.com (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ადმინისტრატორი") ან მარტივად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/BvGdLjC8t6pjdq6M8

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ადმინისტრატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...