კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: პიელ ნატურალსი

გამოქვეყნების თარიღი: Jun 23

დასრულების ვადა: Jul 23

ადგილმდებარეობა: თბილისი

თავის მოვლის საშუალებების საერთაშორისო ქართულ კომპანიას "პიელ ნატურალსს" ესაჭიროება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

"პიელ ნატურალსი" არის N1 ქართული პრემიუმ ბრენდი, რომელიც მე-8 წელია ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით აწარმოებს ვეგანურ, უპარაფინო, უპარაბენო, უსილიკონო თავის მოვლის პროდუქტებს.

კომპანია 2017 წელს დაარსდა და მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით 10 სხვადასხვა ლოკაციაზე მასპინძლობს;

ბრენდის ფრანშიზა გაყიდულია ქუვეითში, სადაც სულ მალე მისი ბრენდის მაღაზია გაიხსნება.

პიელი აბედნიერებს ყველას, ჩვენ გვწამს რომ ბედნიერი თანამშრომელი უდრის ბედნიერ მომხმარებელს.

ჩვენი სლოგანია: პიელი, ერთი წასმით შეყვარება!

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი;
შაბათ-კვირა: დასვენება.
ლოკაცია: ვაკე, ფალიაშვილის 39ბ

საჭირო უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია სალონებთან/სასტუმროებთან მუშაობის გამოცდილება
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენთან თანამშრომლობის ბენეფიტები:

** მეგობრული, თბილი გარემო,
** პატივისცემით და სწორი დამოკიდებულებით გამსჭვალული უფროსები,
** უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი, რომელიც მუდმივად გახალისებს და გაბედნიერებს
** განსაკუთრებული ფასდაკლება პიელ ნატურალსის პროდუქტებზე შენ და შენს ახლობლებს (აღარასდროს აღარ დარდობ ვის რა აჩუქო დაბადების დღეზე).
** წამახალისებელი საჩუქრები და გათამაშებები კომპანიის მხრიდან.
** უფასო პროფესიული განმავითარებელი ტრენინგები.

გახდით მეგობრული გუნდის წევრი, სადაც გაქვთ კარიერული განვითარების შესაძლებლობა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: jobs.pielnaturals@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "პიელ ნატურალსი"-ს (ს/ნ 405267438) მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს "პიელ ნატურალსს" და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

შპს "პიელ ნატურალსი" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...