აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი

კომპანია: STREAM

გამოქვეყნების თარიღი: Jun 19

დასრულების ვადა: Jul 04

ადგილმდებარეობა: თბილისი

ვაცხადებთ ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე ტექნოლოგიური კომპანიისთვის, რომელიც სპორტულ, გასართობ, სათამაშო ბიზნსეში მოღვაწეობს და ოპერირებს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბრენდებით.

პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი გამოცდილების მქონე, ორგანიზებულ, შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულ, სწრაფი ადაპტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარებით გამორჩეულ კანდიდატებს.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული
დაქვემდებარება - აღმასრულებელი დირექტორი და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი

ძირითადი მოვალეობები:

** აღმასრულებელი დირექტორის მივლინებების ორგანიზება;
** აღმასრულებელი დირექტორის ყოველდღიური კალენდრის განახლება და მართვა;
** შეხვედრების ორგანიზება და თანმდევი პროცესების მონიტორინგი;
** აღმასრულებელი დირექტორის ლოჯისტიკური და ადმინისტრაციული საკითხების მხარდაჭერა;
** ყოველდღიური ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება პირადი ასისტენტის, ადმინისტრაციული, ოფისის მენეჯერის, პრემიუმ ბანკინგში კონსიერჟის პოზიციაზე;
** ლოჯისტიკური და მივლინებებთან დაკავშირებული საკითხების მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის (C1-C2) დონეზე ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა);
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@thestream.ge არაუგვიანეს 4 ივლისისა.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...