ექთანი-ფლებოტომისტი
ქართულ-ებრაული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია "მაილაბი" შეიქმნა მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ 2023 წელს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სტანდარტების სრული დაცვით, რაც თავისთავად უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს, სანდო და ეფექტურ ლაბორატორიულ სერვისებს საქართველოში.
მაილაბის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს მომავლის დიაგნოსტიკური სერვისი დღეს და საშუალება მისცეს ისარგებლონ ლაბორატორიული მედიცინის უახლესი მიღწევებით.
"მაილაბი" აცხადებს ვაკანსიას ექთანი-ფლებოტომისტის პოზიციაზე;
სამუშაო ადგილი: საგარეჯოს რაიონი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-16:00 (შესვენება 1 საათი), შაბათი: 09:00-14:00
ანაზღაურება: 700 ლარი (ნეტი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფლებოტომისტის კომპეტენციის ფარგლებში, საექთნო მომსახურების გაწევა ბინაზე გამოძახებით ან/და ლაბორატორიაში;
** საანალიზე მასალის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება სტანდარტული პროცედურების დაცვით;
** ლაბორატორიის მიერ შემუშავებული პროცედურებისა და პროტოკოლების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო, ლაბორატორიული, დოკუმენტაციის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ექთნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
** ექთან-ფლებოტომისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენთან დაგხვდებათ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** 50% -იანი ფასდაკლება მაილაბში ჩატარებულ კვლევებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).
შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება;
კანდიდატის მხრიდან მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: office@yourmedlab.ge;
"მაილაბი" დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს. კომპანია მოტივირებულია და აკონტროლებს, რომ სამუშაო ადგილზე არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: office@yourmedlab.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა, 2025 წლის 01 ივნისი.
გისურვებთ წარმატებას!