საუზმის მზარეული
Radisson RED აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით კერძების დამზადება დადგენილ ვადებში, კალკულაციების დაცვით;
ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება;
პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
პროდუქტების მიღება, საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
რესტორნის სამზარეულოს სასაქონლო მარაგების ეფექტიანი გამოყენება, აღწერა, გახარჯული პროდუქციის ჩანაწერის წარმოება;
სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
საჭირო უნარები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია ქართულ-ევროპულ სამზარეულოში;
სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა;
პუნქტუალურობა
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მისამართზე: hr.tbilisi@radissonred.com ასევე გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (საუზმის მზარეული), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.