ბიზნესის კონტროლის სპეციალისტი

კომპანია: იბერია რეფრეშმენტსი

გამოქვეყნების თარიღი: Jun 16

დასრულების ვადა: Jul 16

ხელფასი: 2500

ადგილმდებარეობა: თბილისი

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის კონტროლის სპეციალისტის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს " Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თენგიზ ჩანტლაძის ქ. 49.

ძირითადი მოვალეობები:

** დებიტორული დავალიანებების ანალიტიკა და რეპორტინგი;
** კლიენტებისათვის საკრედიტო ლიმიტების მინიჭება და ვადაგადაცილებების კონტროლი;
** კლიენტებისათვის გადასახდელი რეტრო ბონუსებისა და სხვა გადასახდელების კალკულაცია და რეპორტინგი;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა, კერძოდ, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მომზადება და შესაბამისად გაზიარება და ფინანსურ საკითხებში კლიენტებთან ურთიერთობის მხარდაჭერა;
** კლიენტებთან არსებული ხელშეკრულებების შესაბამისად ფულადი ნაკადების შემოდინების პროგნოზირება დღეების მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები: ანალიტიკური აზროვნების უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ტესტირება Excel-ის პროგრამაში;
** გასაუბრება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 1700-2500 ლარამდე (გამოცდილებიდან გამომდინარე განისაზღვრება);
** შესაძლებლობა გაიზარდოს "Iberia Refreshments - Pepsi Georgia - ს" მაღალპროფესიონალურ გუნდთან ერთად;
** კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
** ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;
** კორპორატიული SIM ბარათი;

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება " ბიზნესის კონტროლის სპეციალისტი" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 16 ივლისი, 2025 წელი.

კომპანია "იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს