გაყიდვების დირექტორი

კომპანია: G&A Group

გამოქვეყნების თარიღი: May 05

დასრულების ვადა: Jun 03

ადგილმდებარეობა: თბილისი

"G&A Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ჩვენს შესახებ:

G&A Group არის სწრაფად მზარდი ქართული კომპანია, რომელიც სპეციალიზდება მაღალი ხარისხის ნახევარფაბრიკატების წარმოებაში. ჩვენ ვამზადებთ პროდუქციას მხოლოდ სუფთა და გადამოწმებული ნედლეულით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უმკაცრესი სტანდარტების დაცვით.

ჩვენი მისიაა:

გავამარტივოთ ყოველდღიური კვება - გემრიელი ხარისხიანი და სანდო პროდუქტებით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შექმნა, განხორციელება და მონიტორინგი
** გაყიდვების გუნდის მართვა, განვითარება და მოტივაცია
** გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი და KPI-ების ანალიზი
** ახალი კლიენტების მოძიება და სტრატეგიული პარტნიორობების განვითარება
** ბაზრის კვლევა, და კონკურენტული ანალიზი
** CRM სისტემის (1C) ეფექტური გამოყენება ყოველდღიურ ოპერაციებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში, მათ შორის მინიმუმ 3 წელი მენეჯერულ პოზიციაზე
** ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციური უნარები
** გამოცდილება B2B ან/და B2C გაყიდვების სტრატეგიულ მართვაში
** სტრატეგიული ხედვა და ანალიტიკური უნარები
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია MBA ან მასთან დაკავშირებული განათლება

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუს სისტემა
** კარიერული განვითარების რეალური შესაძლებლობა
** პროფესიული ტრენინგები და ძლიერი გუნდური მხარდაჭერა
** დინამიური და პროფესიული სამუშაო გარემო

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@gagroup.com.ge

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს