Key Account მენეჯერი

კომპანია: G&A Group

გამოქვეყნების თარიღი: May 05

დასრულების ვადა: Jun 03

ადგილმდებარეობა: თბილისი

"G&A Group" აცხადებს ვაკანსიას Key Account მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დემეტრე თავდადებულის 29

ჩვენ შესახებ:

"G&A Group" არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.

ძირითადი მოვალეობები:

** მნიშვნელოვან ქსელებთან გაყიდვების პროცესის მართვა
** ბაზრის და კონკურენტების მუდმივი ანალიზი
** გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულება
** კომერციულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, ასორტიმენტის ზრდაზე, განლაგებაზე და პრომო აქციებზე
** გადახდების დროული განხორციელების უზრუნველყოფა
** მიწოდების და წარმოების პროცესების გავლა და კოორდინაცია შეკვეთების დროულად მიწოდების ნაწილში.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საკვები პროდუქციის დისტრიბუციაში
** საბაზრო ტენდენციების და კონკურენტების ცოდნა
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის მაღალი უნარებივ
** CRM პროგრამისა და Excel-ის კარგად ფლობა, 1 C ERP -ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)


რას გთავაზობთ:

** საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური ანაზღაურება
** შედეგებზე დაფუძნებული ბონუს სისტემა
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური სამუშაო გარემო წარმატებულ გუნდში

გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge

სათაურში მიუთითეთ: Key Account მენეჯერი

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს