მძღოლ-ინკასატორი

კომპანია: ფეიბოქსი

გამოქვეყნების თარიღი: Jun 10

დასრულების ვადა: Jul 10

ადგილმდებარეობა: ბათუმი

კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მაშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.

ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.

თუ გსურს გახდე დინამიურად მზარდი გუნდის წევრი და გაინტერესებს ტექნიკური გამოცდილების დაგროვება - ჩვენი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ინკასატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმალური გამოცდილება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასაცია
** გაინკასირებული თანხების დათვლა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** აპარატების გადაადგილება, კომპანიის ავტომობილით

პიროვნული უნარები:

** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური ტესტერი"

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მძღოლ-ინკასატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...