გაყიდვების სუპერვაიზერი
"G&A Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სუპერვაიზერისპოზიციაზე.
ჩვენ შესახებ:
G&A Group არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების გუნდის მართვა და ყოველდღიური მონიტორინგი
** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა
** ობიექტების ვიზიტების დაგეგმვა და მონიტორინგი
** მერჩენდაიზინგისა და შეკვეთების პროცესის კონტროლი
** კონკურენტული გარემოს ანალიზი და შესაბამისი რეაგირება
** კრიზისული სიტუაციების წინასწარ განსაზღვრა და პრევენცია
** პრობლემური შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრის დაგეგმარება
** არსებულ ობიექტებში რეალიზაციის ზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინ. 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების გუნდში ხელმძღვანელ პოზიციაზე
** კვების დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება — სავალდებულო
** მოლაპარაკებების, კონფლიქტების მართვისა და გუნდის მოტივაციის მაღალი უნარი
** სტრატეგიული აზროვნებისა და კრიზისების პრევენციის უნარი
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
რას გთავაზობთ:
** კონკურენტული ანაზღაურება + ბონუსები შესრულებაზე
** რეალური პერსპექტივა კარიერული განვითარებისთვის
** სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
ადგილმდებარეობა: თბილისი, დემეტრე თავდადებულის 29
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ გაყიდვების სუპერვაიზერი.