გაყიდვების აგენტი/პრისეილერი
"G&A Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტი/პრისეილერი პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დემეტრე თავდადებულის 29
ჩვენ შესახებ:
G&A Group არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი
რას აკეთებს გაყიდვების აგენტი / პრისეილერი:
** ყოველდღიურად სტუმრობს 30-40 სავაჭრო ობიექტს
** უზრუნველყოფს სწორი შეკვეთების აღებას
** ახდენს მერჩენდაიზინგს ადგილზე
** ეძებს ახალ სავაჭრო ობიექტებს
** მოლაპარაკებებს აწარმოებს ობიექტის წარმომადგენლებთან
** ცდილობს გაყიდვების მაქსიმიზაციას კონკურენტულ გარემოში
** ევალება, სავაჭრო ადგილებში პროდუქციის ეფექტურ ადგილას განლაგება და მისი მუდმივი კონტროლი
** მუდმივად აკონტროლოს პროდუქციის შენახვის პირობები, ვადა და აწარმოოს როტაცია
** გაყიდულ პროდუქციასა და მასზე ანგარიშსწორებაზე სრული პასუხისმგებლობა
ვის ვეძებთ:
** ადამიანს, რომელსაც აქვს ძლიერი მოლაპარაკების უნარი
** შეუძლია კვების პროდუქტის გაყიდვა კონკურენტულ გარემოში
** აქვს ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაბელურობა
** სასურველია კვების პროდუქტის გაყიდვაში გამოცდილება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა — სავალდებულო
რას გთავაზობთ:
** მოქნილი და გეგმაზე მიბმული ანაზღაურება
** დამატებითი ბონუსები შედეგზე დაფუძნებით
** სტაბილური და მზარდი კომპანია
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge. სათაურის ველში, მიუთითეთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების აგენტი/პრისეილერი.