სამეურნეო მენეჯერი/ტექნიკური პასუხისმგებელი

კომპანია: G&A Group

გამოქვეყნების თარიღი: May 05

დასრულების ვადა: Jun 03

ადგილმდებარეობა: თბილისი

"G&A Group" — ნახევარფაბრიკატების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მწარმოებელი კომპანია საქართველოში, ვაცხადებთ ვაკანსიას სამეურნეო მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მომთხოვნ, პასუხისმგებლიან და ხელმარჯვე პროფესიონალს, რომელიც სრულად აიღებს საკუთარ თავზე კომპანიის ტექნიკურ და სამეურნეო მდგომარეობაზე ზრუნვას, და საჭიროების შემთხვევაში თავადაც იმუშავებს ადგილზე, ხელით. ამ პოზიციაზე ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელსაც არ ეშინია მუშაობის, შეუძლია მოაგვაროს ტექნიკური პრობლემა და არ ელოდება სხვას - თავად მოქმედებს.

პასუხისმგებლობები:

** კომპანიის საწარმოსა და სამაცივრე საწყობების სრული ტექნიკური უზრუნველყოფა
** ყველა ტიპის ტექნიკური საკითხის მართვა (ელექტროობა, სანტექნიკა, რემონტი, სამშენებლო საკითხები)
** მარაგებისა და სამეურნეო რესურსების კონტროლი
** კონტრაქტორებთან, ხელოსნებთან და მომწოდებლებთან კოორდინაცია
** ყოველდღიური მონიტორინგი და ტექნიკური პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტა
** პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა, რათა ავიცილოთ დაზიანებები და შეფერხებები

მოთხოვნები:

** ტექნიკურ სამუშაოებში პრაქტიკული გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სანდოობა და ორგანიზებულობა
** სწრაფი რეაგირების უნარი და მოქნილობა
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი — სავალდებულოა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ:

** გამართული და მზარდი კომპანიის ნაწილი გახდებით
** სამუშაო გარემო, სადაც შედეგი ფასდება
** კონკურენტული ანაზღაურება და პერსპექტივა
** რეალური პატივისცემა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქმეს აკეთებს

თუ საკუთარ თავში ხედავთ ძალას, რომ მართოთ და გაუძღვეთ ტექნიკურ-სამეურნეო პროცესს — გელოდებით!
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: hr@gagroup.com.ge

სამუშაო ადგილი: დემეტრე თავდადებულის 29, თბილისი

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს