გენერალური მენეჯერი
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
მოვალეობები:
პასუხისმგებელია დასახული სავაჭრო გეგმის შესრულებაზე.
პასუხისმგებელია დოკუმენტაციისა და ანგარიშების სწორ წარმოებაზე.
აკონტროლებს ობიექტზე არსებული ტექნიკის გამართულობას, უწყვეტი სამუშაო პროცესისათვის საჭირო სასაქონლო ნაშთებს.
ვალდებულია სუპერმარკეტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდოს შესაბამის სამსახურს.
ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას.
მოთხოვნები:
მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
თანამშრომელთა შრომის გრაფიკის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და მართვის სტრუქტურის ცოდნა
მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა
შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
ორგანიზებულობა;
პასუხისმგებლიანობა;
კომუნიკაბელურობა;
პუნქტუალურობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995 591089633 ; +995 574115619