ელექტრიკოსი

კომპანია: Rooms Hotel

გამოქვეყნების თარიღი: Apr 25

დასრულების ვადა: May 23

ადგილმდებარეობა: ბათუმი

"ROOMS"-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

"ROOMS BATUMI" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გამართოს ელექტრო გაყვანილობები და განათების სისტემები და იზრუნოს მათ შენარჩუნებასა და საჭიროების შემთხვევაში შეკეთებაზე;
** მონიტორინგი გაუწიოს ტრანსფორმატორებს, ამომრთველების და სხვა ელექტრო კომპონენტებს;
** გადაამოწმოს ელექტრულ პრობლემები შესაბამისი სატესტო მოწყობილობების გამოყენებით;
** საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს ან შეაკეთოს ელექტრო აღჭურვილობა, ელექტროგაყვანილობა და მოწყობილობები;
** საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს დავალებების შესრულებაში;
** მოახდინოს დროული რეაგირება წარმოქმნილ ხარვეზებზე;
** გამოცხადდეს სამსახურში მოწესრიგებულ და სუფთა უნიფორმაში;
** შეინარჩუნოს სისუფთავე სამუშაო სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე;

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** დაზღვევას;
** კვებას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/ViXpx8qJgG.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს