სტომატოლოგი იმპლანტოლოგი

კომპანია: რიხტერის სტომატოლოგიური კლინიკა

გამოქვეყნების თარიღი: Jun 03

დასრულების ვადა: Jul 03

ადგილმდებარეობა: თბილისი

"რიხტერის კლინიკა" ეძებს მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ იმპლანტოლოგს, რომელიც მზად არის იმუშაოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ კლინიკაში და პროფესიონალ გუნდთან ერთად უზრუნველყოს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურება.

პოზიცია: სტომატოლოგი იმპლანტოლოგი
მდებარეობა: 68ა ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
სამუშაო განრიგი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით/პროცენტული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის კონსულტაცია და იმპლანტოლოგიური მკურნალობის გეგმის შედგენა
** იმპლანტაციის პროცედურების პროფესიონალურად ჩატარება
** ძვლის აუგმენტაცია, სინუს ლიფტინგი და სხვა ქირურგიული ჩარევები საჭიროებისამებრ
** მკურნალობის შედეგების შეფასება და პაციენტების ხანგრძლივი მონიტორინგი
** თანამშრომლობა ორთოპედებთან და თერაპევტებთან მკურნალობის ეტაპების კოორდინაციისთვის

მოთხოვნები:

** სტომატოლოგიის დიპლომი და მოქმედი ლიცენზია
** იმპლანტოლოგიაში სპეციალიზაცია და სამუშაო გამოცდილება (მინ. 5 წელი სასურველია)
** ქირურგიული უნარ-ჩვევები და სტერილურ გარემოში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** პროფესიონალიზმი, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: info@richters.ge

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სტომატოლოგი იმპლანტოლოგი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...