ბელბოი
"ROOMS"-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
სასტუმრო "ROOMS Batumi" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** სტუმრებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა, ობიექტზე პოზიტიური გარემოს შექმნა და შენარჩუნება
** სტუმრის კუთვნილ ოთახამდე მიცილება, ბარგის ატანაში დახმარება
** სტუმრის ბარგის, საჭიროების მიხედვით, დაბინავება და მოფრთხილება
** სტუმრის ინფორმირება სასტუმროს სერვისების შესახებ
** სისუფთავის შენარჩუნება ფოიესა და ბარგის ოთახში
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** დაზღვევას;
** კვებას;
** ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/qUxFzKSf7p.