სადგურის მორიგე - მოსამზადებელი კურსი

კომპანია: თბილისის სატრანსპორტო კომპანია

გამოქვეყნების თარიღი: Jun 03

დასრულების ვადა: Jul 24

ადგილმდებარეობა: თბილისი

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

კომპანია აცხადებს სადგურის მორიგის მოსამზადებელ სამ თვიან კურსებზე ჩასარიცხად გასაუბრებას.

გასაუბრების გავლის შემდეგ მოსამზადებელ ჯგუფში ჩაირიცხებიან ის მსურველები, რომლებიც დადებითად შეფასდებიან.

სადგურის მორიგის პოზიციის შრომის პირობები:

სამუშაო გრაფიკი: სადგურის მორიგის პოზიცია - ცვლიანი. ცვლის ხანგრძლივობა 12 საათი.
ანაზღაურება: სადგურის მორიგის პოზიცია - 6, 91 ლარი საათში - 7, 23 ლარი საათში.

კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში ისარგებლებთ:

** საბაზისო უფასო სამედიცინო დაზღვევით.
** შვებულება 24 სამუშაო დღე, ასევე დამატებითი ანაზღაურებადი საშვებულებო დღეები 2 სამუშაო დღე და 10 კალენდარული დღე.
** დანამატი შრომის მავნე პირობებისთვის 70 ლარი თვეში
** წელიწადში ერთჯერადად 5 წლიანი სტაჟის შემდეგ წელთა ნამსახურების ჯილდო.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სადგურის მორიგის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მგზავრთა ჩასხდომა- გადმოსხდომის კონტროლს და მატარებლების სადგურში გავლის უსაფრთხოებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ზოგადი განათლების სრული კურსი.

უნარები/კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.

მიღების ვადა განისაზღვროს გამოქვეყნებიდან 2025 წლის 24 ივლისის ჩათვლით.

ელექტრონულ მისამართზე: info@metro.ge; ZAsatiani@metro.ge; და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სადგურის მორიგე - მოსამზადებელი კურსი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...