საწყობის თანამშრომელი

კომპანია: Rooms Hotel

გამოქვეყნების თარიღი: Apr 24

დასრულების ვადა: May 23

ადგილმდებარეობა: ბათუმი

"ROOMS"-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

სასტუმრო "ROOMS Batumi" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მთავარი საწყობის კონტროლი მარაგებისა და პროდუქტის ვადიანობის მიხედვით;
** მიღებული პროდუქტის ხარისხის შემოწმება/კონტოლი და შეკვეთის ფორმის მიხედვით, მისი პროგრამაში ასახვა;
** საწყობის სისუფთავისა და პროდუქციის ორგანიზებული განლაგების უზრუნველყოფა;
** სასაქონლო ზედნადებისა და შეკვეთის ფორმის ერთმანეთთან შედარება, ერთეულის ფასისა და მოწოდებული რაოდენობის მიხედვით.
** საწყობის აღწერის ჩატარება;

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/M0v6aXVamF.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს