ამანათების დახარისხების სპეციალისტი

კომპანია: Inex Group

გამოქვეყნების თარიღი: Jun 02

დასრულების ვადა: Jul 02

ხელფასი: 1200

ადგილმდებარეობა: თბილისი

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას ამანათების დახარისხების სპეციალისტის პოზიციაზე.

ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი
გრაფიკი: არასტანდარტული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი + დანამატი

საქმიანობის აღწერა:

** სახმელეთო და საჰაერო გზით შემოსული ამანათების პროგრამული აღრიცხვა, დახარისხება;
** რეგიონებში გასაგზავნი ამანათების პროცედურის მიხედვით დასაწყობება;
** დავალების სრულყოფილად შესრულების მიზნით უფლებამოსილ თანამშრომლებთან კოორდინაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კოლეგიალურობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "ამანათების დახარისხების სპეციალისტი ისანი", ან დაგვირეკეთ ნომერზე (+995 32) 249 26 26.

კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს