MEP სისტემების ინჟინერ - პროექტანტი

კომპანია: IMEP Project

გამოქვეყნების თარიღი: Apr 29

დასრულების ვადა: May 29

ადგილმდებარეობა: თბილისი

"იმეპ პროჯექთ" არის "იმპოსტი მეპ"-ის შვილობილი წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც შექმნილია მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ და მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას.

"იმეპ პროჯექთ"-ის საქმიანობა სრულად მოიცავს საინჟინრო სისტემების პროექტირებას:

** სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
** გათბობა/გაგრილება და ვენტილაცია;
** წყალგაყვანილობის სისტემები;
** ელექტრობა და სუსტი დენები;

საინჟინრო კომპანია "იმეპ პროჯექთ" აცხადებს ვაკანსიას MEP სისტემების ინჟინერ - პროექტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა ტექნიკური დავალების მიხედვით;
** შესაბამისი ქსელებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტისათვის შესაბამისი კალკულაციების წარმოება;
** სპეციფიკაციის ამოღება საინჟინრო პროექტიდან;
** წამყვანი სპეციალისტების დავალების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** საინჟინრო სისტემების სრულყოფილად ცოდნა;
** AutoCad და AutoCad MEP პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** ASHRAE, NFPA და SNIP სტანდარტების მიხედვით პროექტის შესრულების გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება: 2 წლიდან.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

სამუშაო პირობები:

მდებარეობა: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: e.japaridze@imep.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- ინჟინერ-პროექტანტი.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს